ბლოგები
როგორ ავირიდოთ თავიდან თმის ცვენა?

თმის ცვენა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომელსაც უამრავი სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ამ სტატიაში მოგიყვებით თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ავირიდოთ თავიდან თმის ცვენა.
1. მიიღეთ ბევრი ცილა
თმის ცვენის შესამცირებლად კვებაში ცილებით მდიდარი საკვების ჩართვა შესანიშნავი გზაა. კვერცხი, კომბოსტო, ორაგული, კარტოფილი და მზესუმზირა არის საკვები, რომელსაც შეუძლია შეამციროს თმის ცვენა.
2. სცადეთ სკალპის მასაჟი
თავისა და სკალპის მასაჟი ეხმარება თმის ზრდას. 2016 წელს ჩატარდა კვლევა: აკვირდებოდნენ მამაკაცთა ჯგუფს 24 კვირის განმავლობაში. კვლევის ბოლოს დაფიქსირდა, რომ სკალპის მასაჟის შედეგად მათ ჰქონდათ ბევრად სწრაფი თმის ზრდა და სიხშირე.
3. მოერიდეთ ვარცხნილობის დასაყენებელი გელების გამოყენებას
ბევრი ვერ აცნობიერებს ვარცხნილობის დასაყენებელი და თმის დასწორების გელებისა და მშრალი შამპუნების მავნე ეფექტს. ასეთი პროდუქტების გადაჭარბებულმა ან რეგულარულმა გამოყენებამ შეიძლება გააღიზიანოს სკალპი და გაზარდოს თმის ცვენის მაჩვენებელი.
4. გამოიყენეთ ფართოკბილიანი სავარცხელი
ვიწროკბილიანი სავარცხლის გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს თმის ცვენას. ამის თავიდან ასარიდებლად, გამოიყენეთ ფართო და რბილკბილიანი სავარცხელი, რომელიც არ გააღიზიანებს სკალპს ზედმეტი ხახუნით.
5. გამოიყენეთ თქვენს თმაზე მორგებული შამპუნი
გამოიყენეთ პროდუქტები, რომლებიც მიმართულია თმის ცვენის საწინააღმდეგოდ.
შეარჩიეთ შამპუნები, რომლებსაც აქვთ ყველაზე ნაკლები პარაბენები და სულფატი, რომლებიც საზიანოა როგორც თმისთვის, ასევე სკალპისთვის.
თმის ცვენის საწინააღმდეგოდ გამოიყენეთ ბიოსიოს წიწაკის შამპუნი, რომელიც აძლიერებს თმას, ამცირებს მტვრევას და ხელს უწყობს უფრო ძლიერი ღეროების გაზრდას.