რა იწვევს ბოლოჭამიებს?
არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გაყოფილი ბოლოების განვითარება, მაგალითად:
დაბანის პროცესში შამპუნის მთელ თმაზე შეზელა; კონდიციონერის არ ხმარება; ქლორი საცურაო აუზებში; თმის გასაშრობად პირსახოცის გამოყენება; სველი თმის დავარცხნა; ფენის, თმის დასასწორებელი ან დასახვევი უთოების ხშირი გამოყენება; თმის დაგრძელება, რეგულარული შეღებვა, ბიოდახვევა და სხვა.
როგორ მოვიქცეთ, რათა თავიდან ავირიდოთ ბოლოჭამიები?
მოერიდეთ თმის ყოველდღიურ დაბანას:
როდესაც თმას იბანთ, ამცირებთ ბუნებრივ ზეთებს, რომლებიც თქვენი თმის დასატენიანებლად არსებობს. საუკეთესო შედეგისთვის რეკომენდირებულია 2-3 დღეში ერთხელ დაბანა.
შეცვალეთ თმის დავარცხნის მეთოდი:
დავარცხნისას, პირველ რიგში ბოლოები ჩამოივარცხნეთ ნელა და სათუთად და შემდეგ აუყევით ძირებისაკენ. სველი თმის დავარცხნა რეკომენდირებული არ არის და უმჯობესია ფართო კბილიანი სავარცხლით.
მოერიდეთ შამპუნის შეზელას თმის ბოლოებში:
წაისვით შამპუნი სკალპზე და შეიზილეთ. როდესაც შამპუნს ჩამოიბანთ, ის ჩამოირეცხება მთელ თმაზე და ბოლოებამდეც მიაღწევს.
კონდიციონერი პირველ რიგში ბოლოებზე წაისვით:
წაისვით კონდიციონერი თმის ბოლოებზე პირველ რიგში. გაიჩერეთ რამოდენიმე წუთი, რათა შეიწოვოს.
არ გამოიყენოთ სითბო თმის ბოლოების გასაშრობად:
ვინაიდან თმის ბოლოები ყველაზე მყიფეა, მნიშვნელოვანია, რომ გაცხელებული პროდუქტები, როგორიცაა ფენი, გამოიყენონ მხოლოდ თმის შუა ნაწილის გასაშრობად და არა ბოლოების.
რეგულარულად შეიჭერით ბოლოები:
რეგულარული ბოლოების ჭრა მნიშვნელოვანია თქვენი თმის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად და გაყოფილი ბოლოების მოსაშორებლად.
ებრძოლე ბოლოჭამიებს ბიოსიოს სპირულინას შამპუნით, რომელიც ხელს უწყობს თმის სტრუქტურის აღდგენასა და ღერების გაძლიერებას!