მიცელარული წყალი კანის მოვლის მრავალფუნქციური პროდუქტია, რომელიც თითქმის ყველას თავის მოვლის რუტინაში შედის.
მიცელარული წყალი არა მხოლოდ ნაზია კანზე, არამედ ძალიან ეფექტურია ჭუჭყის, მაკიაჟისა და ცხიმის მოსაშორებლად, რაც ეხმარება ფორების გასუფთავებაში.
ამ ბლოგში მოგიყვებით მიცელარული წყლის გამოყენების ბენეფიტების შესახებ:
1. ხელს უწყობს კანის დატენიანებას
მიცელარული წყლის უმეტესობა შეიცავს გლიცერინს, რომელიც ეხმარება კანს ტენიანობის უფრო ეფექტურად შენარჩუნებაში.
ასევე, გლიცერინი ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას და იცავს კანს გაღიზიანებისგან.
2. აშორებს ჭუჭყსა და ზეთს
მიცელარული წყალი გამოიყენება, როგორც სახის გამწმენდი – მაკიაჟის, ჭუჭყისა და ცხიმის მოსაშორებლად.
3. კარგია ყველა ტიპის კანისთვის
მიცელარული წყალი კარგად შეეფერება ნებისმიერი ტიპის კანს – მშრალს, ცხიმიანსა თუ კომბინირებულს. განსაკუთრებით სასარგებლოა მგრძნობიარე კანისათვის.
რომ შევაჯამოთ – გარდა იმისა, რომ მიცელარული წყალი ხელს უწყობს კანის დატენიანებას, აშორებს ჭუჭყსა და ცხიმს, ის ასევე შესაფერისია ყველა ტიპის კანისთვის.