ბლოგები
კონდიციონერის გამოყენების აუცილებლობა თმის მოვლის რუტინაში

კონდიციონერი თმის მოვლის ნებისმიერი კარგი რუტინის ქვაკუთხედია. მას შემდეგ, რაც თმას შამპუნით დაიბანთ, ფოლიკულების გასაძლიერებლად და მეტი სირბილის მოსანიჭებლად საჭიროა თმის დატენიანება. კონდიციონერი გახდის თქვენს თმას უფრო მორჩილს და მისცემს მას ჯანსაღ ბზინვარებას.
დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ დამატებით დეტალებს კონდიციონერის შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გახდეთ თმის მოვლის პროფესიონალი.
საერთოდ რა არის კონდიციონერი?
რა თქმა უნდა, ზოგადად ყველამ ვიცით, რომ თავის დაბანისას შამპუნს ჩვეულებრივ კონდიციონერი მოჰვება, მაგრამ კონკრეტულად რა არის კონდიციონერი და როგორ მუშაობს იგი?
კონდიციონერი არის დამატენიანებელი საშუალება, რომელიც შედგება ზეთებისგან, სურფაქტანტებისგან, დამატენიანებელი და დამარბილებელი ნივთიერებებისგან. სურფაქტანტები, რომლებიც ასევე ხშირად გამოიყენება შამპუნებში, არის საპნის მსგავსი ინგრედიენტები, რომლებიც ღრმად წმენდს თმას.
მარტივად რომ ვთქვათ, მას შემდეგ, რაც შამპუნი ასუფთავებს, კონდიციონერი აღადგენს ტენიანობას თმაში და ანიჭებს მას მბზინვარებას, სიგლუვესა და სირბილეს – როგორც როდესაც სახის დაბანის შემდეგ დამატენიანებელ კრემს ვისვავთ.
როგორ გამოვიყენოთ კონდიციონერი?
უბრალოდ წაისვით კონდიციონერი თმაზე და შემდეგ ჩამოიბანეთ. მარტივია, არა? გასაკვირია, რომ რეალურად არის ერთი საკმაოდ გავრცელებული შეცდომა, რომელიც შეიძლება დაუშვათ კონდიციონერის გამოყენებისას – მისი ძალიან სველ თმაზე წასმა. პროფესიონალების აზრით, კონდიციონერის წასმის საუკეთესო გზაა, რომ ჯერ თმა ოდნავ გაიწუროთ, ზედმეტი წყლის მოსაშორებლად.
როდესაც თმა ძალიან სველია, კონდიციონერი წყალში განზავდება და თქვენს თმას სასარგებლო ნივთიერებების შეწოვაში უშლის ხელს.
რამდენ ხანს უნდა დავტოვოთ თმაზე კონდიციონერი?
კონდიციონერების უმეტესობისთვის საჭიროა მხოლოდ ერთი-ორი წუთის განმავლობაში გაჩერება თმაზე. თუმცა, ზოგიერთი ღრმა კონდიცირების პროდუქტი თმაში ხუთ წუთამდე უნდა დარჩეს, რათა სასურველი ეფექტი მიიღოთ. კონდიციონერის თმაში დიდხანს დატოვება თმას ნამდვილად არ ავნებს!
კონდიციონერი ყველა ტიპის თმისთვის კარგია?
მოკლე პასუხი არის კი. თუ თმას შამპუნით იბანთ, კონდიციონერის გამოყენებაც სასურველია. კონდიციონერი სასარგებლოა ყველა ტიპის თმისთვის, თხელი და სწორიდან დაწყებული ხვეულით დამთავრებული.
რომ შევაჯამოთ – კონდიციონერი დაგეხმარებათ თმის სიჯანსაღის შენარჩუნებაში და მისი გამოყენება ყველასათვის რეკომენდირებულია.
ჩვენ გირჩევდით ბიოსიოს კონდიციონერს ყველა ტიპის თმისთვის, რომელიც მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებით არის დამზადებული.